თბილისი, 5 მარტი, საქინფორმი. დიდმარხვის პირველ კვირას გუშინ ეკლესიამ მართლმადიდებლობის ზეიმი აღნიშნა.
ამ დღეს ეკლესია ხატმბრძოლობაზე გამარჯვებისა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II წირვა-ლოცვა ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.ხატმბრძოლობა VIII საუკუნის პირველ ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლობაში მძვინვარებდა. ხატმბრძოლობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა.
ამასთან, 842 წელს ადგილობრივმა კრებამ, რომლის აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა, ხატმებრძოლობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა. იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირადღეს, დღესასწაულობს.
დიდმარხვა 49-ე დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით მთავრდება. წელს დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილს დასრულდება.