საზოგადოება
თბილისი, 5 მარტი, საქინფორმი. „საქართველოში ყველა ხელისუფლება და ხელისუფლების შიგნით ყველა ადამიანი ჩანაცვლებადია“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საერთოდ ადამიანებს ყველა სახე რაღაც პერიოდის შემდეგ ბეზრდება.
მისი თქმით, შემდეგი ეტაპი იქნება, რომ „როცა მოხდება ეს გადაცემა, ხელისუფლება უნდა გადავცეთ ისეთ თაობას, რომლიდანაც უკან დაბრუნება უკვე აღარ არსებობს“.
„ამიტომ არის დღეს დიდი ბრძოლა, ერთი მხრივ, ახალი თაობის ჩქარა მოყვანისთვის, ახალი მენტალიტეტის ჩქარა დამკვიდრებისთვის და, მეორე მხრივ, კიდევ უფრო, შეიძლება ნაკლებად უკვე საშიში, მაგრამ კიდევ უფრო გააფთრებული ბრძოლა ძველი მენტალიტეტის გადამუშავებული ნაწილისთვის, რეპაკეტირებული ნაწილისთვის, რომ იქნება როგორმე მოვიდეთ უკან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დეკემბერში მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს საქართველოში ახალი, წარსულით არადისკრედიტებული ოპოზიციური პარტიების გამოჩენას.