სამართალი
თბილისი, 5 მარტი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ -2,1 პროცენტი შეადგინა, რაც 2009 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოში პირველი დეფლაციაა.
შარშანდელ თებერვალთან შედარებით, ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ასევე, კავშირგაბმულობის მომსახურებაზე, შესაბამისად, 7,1 და 7,7 პროცენტით შემცირდა.
სატრანსპორტო მომსახურების ფასები თებერვალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21,1 პროცენტით გაიზარდა.
15 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად (6,5 პროცენტზე) დატოვა.