აქტუალური
ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში ელექტრონული მმართველობა დაინერგება

fosta-evrokavSთბილისი, 2 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დღეს იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია „ელექტრონული მმართველობის შემოღება ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში“. პრეზენტაციას გახსნიან ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

პროექტის მიზანია მოსახლებისთვის საჯარო მომსახურების გაწევის სრულყოფა. პროექტი გააუმჯობესებს 6 სოფელსა და 6 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ინფორმაციის მიღებას, კომუნიკაციას სოფლებსა და მუნიციპალიტეტებს შორის და შეიქმნება სოფლის განვითარებს ცენტრები, რომელთა საშუალებით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, მიიღოს საჯარო მომსახურება. პროექტი 2 წლის განმავლობაში განხორციელდება. მისი საერთო ბიუჯეტი 1,2 მილიონი ევროა.