თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა!

თბილისი, 29 თებერვალი,
საქინფორმი. როგორც
საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ შეატყობინეს, პარტიისთვის ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს რკინიგზის მიერ გაპიარებულ უსწრაფეს სამგზავრო მატარებელს, რომელიც ასრულებდა რეისს თბილისი-ბათუმი, ხაშურთან გუშინ, 2012 წლის 28 თებერვალს, საღამოს, ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა“.
„შეგახსენებთ, რომ ეს ის სწრაფი სამგზავრო მატარებელია, რომელიც, საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, რეისს თბილისი-ბათუმი 5 საათში უნდა ასრულებდეს (რეალურად მატარებელი 1, ხანაც 2 საათით დაგვიანებით მოძრაობს), და, რომელშიც რკინიგზამ 16 მილიონი გადაიხადა“, – აცხადებენ პარტიაში.