სამართალი
თბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის უფროსი რევაზ მუმლაძე. ფანჯიკიძის განმარტებით, მას შემოსავლების სამსახური გადასახადების დამალვაში ედავება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მისივე თქმით, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს ის ახალგაზრდებიც, რომლებიც კიკვიძის ბაღში ხეების გაჩეხვასა და ახალი პოლიციის მშენებლობას აპროტესტებდნენ.
რაც შეეხება აღნიშნული ახალგაზრდებისთვის 400-400-ლარიანი ჯარიმის შეფარდებას, ფანჯიკიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.