აქტუალური
თბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ღია კარის დღეს გამართავს.
კონსულტაციები ჩატარდება ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის – „უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის“ – ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის – „სასამართლო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მეშვეობით.