თბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის მთავარი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუა ისრაელში ვიზიტისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.
მინდია გულუამ იერუსალიმში შეხვედრისას უწმიდესსა და უნეტარესს გააცნო პოლიტიკური პარტიის მიზნები და ამოცანები, წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი პრიორიტეტები, განსაკუთრებით – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობის, ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების, სარწმუნოებრივი და კულტურულ-ისტორიული ძეგლების დაცვის სფეროებში“, – განმარტავენ პარტიაში.
იმავე ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრის ბოლოს მინდია გულუა დალოცა და პარტიას სამშობლოს კეთილდღეობისათვის სამსახურში წარმატებები უსურვა.