საზოგადოება
თბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნება“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
91 წლის წინათ საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, მაგრამ მრავალი თაობის ქართველთა თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია. საქართველოს დამოუკიდებლობის სამი წლის პირმშოა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც 70-წლიანი ინტერვალის შემდეგ გახდა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის აღდგენის საფუძველი.
კოალიცია „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმ საქმის გასაგრძელებლად, რაზეც საქართველოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები ოცნებობდნენ – ჩვენს მომავალ თაობას დავუტოვოთ ერთიანი, ძლიერი, სუვერენული სახელმწიფო“.