აქტუალური
თბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საზღვარგარეთიდან ფულადი გადმორიცხვების მოცულობა იზრდება. 2012 წლის იანვარში ქვეყანაში 84 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 მილიონით მეტია. გადმორიცხვების საერთო მოცულობის 88% რვა ქვეყანაზე მოდის. მათგან 41 მლნ დოლარით პირველ ადგილზეა რუსეთი, მეორეზე – საბერძნეთი (11 მლნ), მესამეზე – იტალია (8 მლნ). გადმორიცხვები ხორციელდება, აგრეთვე, აშშ-დან, უკრაინიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.