სამართალი
თბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებსა და „რუსთვის მედიამართვის“ კომპანიის მფლობელ ეროსი კიწმარიშვილს შორის ურთიერთობა გასული წლის ბოლოს დაიძაბა.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლების ადვოკატი დიმიტრი გაბუნია განმარტავს, ტელეკომპანიის დამფუძნებლები ეროსი კიწმარიშვილისგან ტელევიზიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის 2 მლნ დოლარს ითხოვენ, რისთვისაც სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავენ.
„საქალაქო სასამართლოში სარჩელს მომავალი კვირის სამშაბათს შევიტანთ. ეროსი კიწმარიშვილმა „მაესტროსთვის“ მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს. მისი ოდენობა 2 მლნ დოლარით განისაზღვრა. სასამართლოს შესაბამისი დასკვნით ამის დამადასტურებელ ფინანსურ დოკუმენტაციას წარვუდგენთ“, – განაცხადა გაბუნიამ.