რელიგია
ილია მეორე იორდანიის მეფეს შეხვდა

ilia-iordaniaთბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. იორდანიის საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ამანში იორდანიის მეფე აბდულა მეორეს შეხვდა.

შეხვედრაზე იორდანიის მეფემ საქართველოსა და იორდანიას შორის სხვადასხვა კუთხით თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ამასთან, პატრიარქმა და აბდულა მეორემ ყველა რელიგიის მიმდევრებს შორის ტოლერანტობის ხელშეწყობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და დიალოგისა და ურთიერთგაგების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

ილია მეორე საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად საქართველოში მიმდინარე წლის 25 თებერვალს დაბრუნდება.