რელიგია
თბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ყველიერის ხუთშაბათს, ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.
ამ დღეს განსაკუთრებით აღნიშნავენ შიომღვიმის მამათა მონასტერში, სადაც წმიდა მამა განისვენებს.წმიდა შიო მღვიმელი, წარმოშობით ანტიოქიელი, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი იყო, ვინც ღვთისმშობლის მოწოდებით საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა.
წმიდა შიო მღვიმელი წმიდა იოანე ზედაზნელის კურთხევით მცხეთის მახლობლად სარკინეთის კლდეში დამკვიდრდა და იქ დაიწყო მოღვაწეობა. ის ადგილი იმ დროს მიუვალი, უწყლო და მხეცებით სავსე იყო. ღირს მამას საზრდელს ფრინველები უზიდავდნენ.