პოლიტიკა
დავით გამყრელიძე: „ივანიშვილის კოალიცია მალე დაიშლება“

gamyrelidze-koalicia-komentთბილისი, 22 თებერვალი, საქინფორმი. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ახალ კოალიციაში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვთ და, ზოგადად, პოლიტიკური კოალიციები უკვე საქართველოს პოლიტიკის გუშინდელი დღეა და ამის დაბრუნება შეცდომაა“.

გამყრელიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გადაწყვეტილება არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე გაახმაურა.

„სწორედ ამის შედეგია, რომ ივანიშვილის რეიტინგი ეცემა, რეგიონების მოსახლეობაშიც მას უკვე მესიად აღარ აღიქვამენ. ივანიშვილისგან უნდათ, მოისმინონ კონკრეტული სამოქმედო გეგმები, რაზეც ის არ საუბრობს“. რაც შეეხება არჩევნების შედეგების ორად გახლეჩას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ივანიშვილს შორის, ამაზე საუბარი ნაადრევია“, – აცხადებს გამყრელიძე.