აქტუალური
თელასს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

telasi-axali-direqtoriთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, თელასის გენერალურ დირექტორად სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გეორგაფიული დივიზიონის ხელმძღვანელი ვადიმ მიტიუშინი დაინიშნა.

იმავე ინფორმაციით, სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომპანიის გენერალურ დირექტორ იური პამინოვს უფლებამოსილება შუეწყდა „ინტერ რაო ეეს“-ში კადრების როტაციასთან დაკავშირებით, მისი ადგილი კი მიტიუშინმა დაიკავა.

ცნობისთვის: სს „თელასი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა. ის თბილისის  450 ათასზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. 

2003 წლის აგვისტოში თელასი ჯგუფ „ინტერ რაო ეეს“-ის შემადგენლობაში შევიდა. სს „თელასის“ აქციათა 75% სწორედ „ინტერ რაო ეეს“-ს ეკუთვნის, ხოლო 25% -მდე – სახელმწიფოს.