აქტუალური
საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე სელესტ ვოლანდერი ეწვევა

gost-USAთბილისი, 20 თებერვალი, საქინფორმი. 22-24 თებერვალს  საქართველოში  აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე სელესტ ვოლანდერის ვიზიტი გაიმართება.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენს.

მისივე თქმით, ეს ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების გამოძახილია.

„აშშ-ის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით დიდი ინტერესი აქვს“, – განაცხადა კალანდაძემ.