პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩად რიჩარდ ნოლანდი ინიშნება

richard_nolandთბილისი, 20 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სენატს საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურა წარუდგინა. ჯონ ბასს რიჩარდ ნოლანდი შეცვლის.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩოშიც ადასტურებენ. უწყების განმარტებით, მოქმედ ელჩ ჯონ ბასს, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა, ამ თანამდებობაზე მუშაობის ვადა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწურება.

ცნობისთვის, რიჩარდ ნოლანდი ეროვნული ომის კოლეჯში კომენდანტის მოადგილე და საერთაშორისო საკითხებში მრჩეველი იყო. 2007-დან 2010 წლამდე ის აშშ-ის ელჩი იყო უზბეკეთში. გარდა ამისა, ავღანეთში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გახლდათ ორი წლის განმავლობაში.