აქტუალური
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა იზრდება

srok-sluJbiთბილისი, 17 თებერვალი, საქინფორმი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება. ამასთან დაკავშირებით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კანონის მოქმედი რედაქციით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 12 თვით იყო განსაზღვრული.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად დღეს დადგენილი 12 თვე არ არის საკმარისი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირების შესაბამისად მომზადებისთვის.

კანონპროექტის ავტორი თავდაცვის სამინისტროა.