პოლიტიკა
თბილისი, 17 თებერვალი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფისში მომავალი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა დაასახელა.
საინიციატივო ჯგუფის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, შექმნას პოლიტიკური პარტია და მიიღოს მონაწილეობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მათ 44 რეგიონში უკვე აქვთ რეგიონული სტრუქტურები და მარტის ბოლომდე მათ ფორმირებას დაასრულებენ.
„ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ჩვენთვის ხელის შეშლას და ეს პროცესი ამიტომ გაგვიჭიანურდა. ეს არის სააკაშვილის დემოკრატია, რომელიც მეპატრონეებს ქონების გაქირავებას უკრძალავს. მარტის ბოლოს, მაქსიმუმ, აპრილის დასაწყისში, ჩვენ პარტიის პრეზენტაციას აუცილებლად შევძლებთ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.