საზოგადოება
თბილისი, 17 თებერვალი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში ახალი ბატალიონი იქმნება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტდება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
„ოსური ბატალიონი რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისთვის პროფესიონალური სამხედრო კადრების სამჭედლო გახდება“, – აღნიშნა გუჩმაზოვამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 15 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ქმედება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „მილიტარიზაციის“ ნაწილია.
„ფაქტობრივად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გადაქცეულია დიდ სამხედრო ბაზებად, ხოლო იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი მოსახლეობა, ან ემსახურება რუსეთის სამხედრო ბაზას, ან მსახურობს რუსეთის საოკუპაციო ძალებში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.