პოლიტიკა
თბილისი, 14 თებერვალი, საქინფორმი. „ქართველმა სამართალდამცველებმა 13 თებერვალს თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
13 თებერვალს ინდოეთში ისრაელის საელჩოს მანქანა აფეთქდა. ნიუ-დელიში საელჩოს მანქანის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
„ერთი თავდასხმის მცდელობა და ერთიც წარმატებული თავდასხმა განხორციელდა“, – იტყობინება „როიტერი“ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით.
მან, ასევე, დაადასტურა, რომ თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაზე დამონტაჟებული ბომბი ადგილობრივმა პოლიციამ გააუვნებელყო.