საზოგადოება
თბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პირველ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ივანიშვილის ტელევიზიას „მეცხრე არხი“ ერქმევა და ის მაუწყებლობას, სავარაუდოდ, მარტში დაიწყებს.