რელიგია
თბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე 16 თებერვალს იერუსალიმში მიემგზავრება.
„მინდა, გთხოვოთ, დაწეროთ თქვენი მოსახსენიებლები და იერუსალიმში მოვიხსენიებთ თქვენს ახლობლებსა და თქვენს თავს“, – მიმართა მრევლს პატრიარქმა.
გარდა ამისა, როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა აღნიშნა, 15 თებერვალს მართლმადიდებელი სამყარო უფლის მირქმას ზეიმობს. 14 თებერვალს, საღამოს, იქნება ლოცვა, ხოლო, 15 თებერვალს, დილით, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას შეასრულებს.