პუბლიკაციები
„ნათლის მხედარი“ საქინფორმს ლონდონიდან სრულ მხარდაჭერას უცხადებს!

natlis-mxedariiiiiსაქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი „ნათლის მხედრის“ განცხადება

2012 წლის 7 თებერვალს საინფორმაციო ანლიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ საგანგებო განცხადებით მიმართა თანამემამულეებს, რომელშიც ნათქვამია:

„სანდო ინფორმაციის თანახმად, რომელიც, უეჭველია, უახლოეს ხანებში მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის დეტალურად გახდება ცნობილი, აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების ამასწინანდელი შეხვედრისას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ბარაკ ობამამ გააფრთხილა მიხეილ სააკაშვილი ირანზე „პრევენციული“ დარტყმის შესაძლებლობის შესახებ. გარდა ამისა, ამერიკის ლიდერმა ქართველ კოლეგას მოსთხოვა, დაუთმოს საქართველოს ტერიტორია (აეროდრომები) ამერიკული საბრძოლო ავიაციის გაფრენისათვის, რომელიც თეირანს დაარტყამს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მიხეილ სააკაშვილი არც კი დაფიქრებულა თავისი ქვეყნისათვის შესაძლო ტრაგიკულ შედეგებზე და დიდი სიამოვნებით დათანხმდა ირანთან ომში საქართველოს ჩართვაზე, რამეთუ ეს პატივად და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მორიგ ნაბიჯად მიიჩნია (ავღანეთში „ISAF“-ის ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობასთან ერთად).

საქინფორმისათვის უცნობია, როგორ შეიტყო ამ შეთანხმების შესახებ ირანის ხელისუფლებამ – პრეზიდენტები ხომ პირისპირ საუბრობდნენ დახურულ კარს მიღმა. გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ვაშინგტონიდან მიუნხენს გაფრინდა, რათა ა.წ. 5 თებერვალს უსაფრთხოების საკითხებზე 48-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსულიყო, შემთხვევით წამოსცდა, ანდა სპეციალურად იტრაბახა ძლიერ სტრატეგიულ მოკავშირესთან – აშშ-თან მიღწეული შეთანხმებით, რომელსაც უკვე მესამედ – ერაყისა და ავღანეთის შემდეგ – დასჭირდა პატარა საქართველოს დახმარება.

ასევე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ინფორმაციის გაჟონვა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ იყო ორგანიზებული და ირანის ოპერატიულად მომუშავე დაზვერვისათვის გახლდათ განკუთვნილი, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.

მნიშვნელოვანია მარტო ის, რომ ირანის საპასუხო რეაქციას არ დაუყოვნებია: იმავე დღეს – 2012 წლის 5 თებერვალს, ისლამის რევოლუციის მცველთა კორპუსის მეთაურის მოადგილე ჰუსეინ სალამიმ სააგენტო „როიტერს“ განუცხადა: ირანი შეუტევს ნებისმიერ ქვეყანას, რომლის ტერიტორია ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისათვის იქნება გამოყენებული. ნებისმიერი ტერიტორია, საიდანაც მოწინააღმდეგე ირანის მიმართ მტრულ ოპერაციებს განახორციელებს, ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან საპასუხო აგრესიას მიიღებს“.

ეს მესიჯი იყო საქართველოსთვის – მისი ხელისუფლებისა და ხალხისათვის.

ასევე, გატყობინებთ, რომ ირანის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკვე შეიმუშავა იმ ქვეყნებზე საპასუხო დარტყმისათვის ღონისძიებათა კომპლექსი, რომლებმაც თავისი ტერიტორია დაუთმეს ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს. კერძოდ, ირანზე აშშ-ის „პრევენციული“ იერიშის შემდეგ სავარაუდოა მასირებული საპასუხო დარტყმა საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე (უწინარესად – აეროდრომებზე, სამხედრო ნაწილებზე, ნავთობისა და გაზსადენებზე, პორტებზე, სადგურებსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებზე, რომლებიც ჩვენში, როგორც ცნობილია, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პუნქტების – თბილისისა და სხვა ქალაქების ცენტრებში თუ არა, უშუალო სიახლოვეს მდებარეობს).

საქართველოში (ისრაელისა და არაბეთის მონარქიებისგან, ასევე, კავკასიელი მეზობლების – სომხეთისა და აზერბაიჯანისგან, განსხვავებით) ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე კომპლექსების არარსებობის პირობებში, რომლებსაც ირანის ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების შეჩერება შეუძლია, უნდა ვივარაუდოთ, რომ საპასუხო დარტყმის შემთხვევაში საქართველო თეირანისათვის იოლი და მოწყვლადი მიზანი იქნება (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რომლებიც შეთანხმების მიხედვით «КЗакВО»-მ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადასცა, ე. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ბარბაროსულად გაიძარცვა და გაიყიდა, ხოლო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარები, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურა, ლიკვიდირებულ იქნა).

თანამემამულეებო! მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში გიგანტურ ქვეყნებს შორის მსოფლიო წესრიგის შესაცვლელად დაუნდობელი და შეუნიღბავი ბრძოლა მიმდინარეობს. მაშ, რისთვის სჭირდება საქართველოს, რომლის მოსახლეობაც დღეს 2.5 მლნ კაცამდე შემცირდა, ამ ბრძოლაში ჩართვა ოკეანისგაღმა იმპერიის – ამერიკის შეერთებული შტატების, მხარეს, სადაც, საქართველოსგან განსხვავებით, ირანული რაკეტები ვერ მიაღწევს?! აშშ-ის ამბიციების გამო ჩვენი შვილები 2008 წლამდეც იღუპებოდნენ ერაყში, დღესაც იღუპებიან ავღანეთში. შედეგად კი ტერიტორიების 20% დავკარგეთ, ძმებთან და უახლოეს მეზობელთან ვიჩხუბეთ...

ამ ომებმა ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლეც და ამერიკის ბიუჯეტიდან მილიარდობით დოლარი შეიწირა, რითაც ამ ომებწაგებული ამერიკის ისედაც ასტრონომიული საგარეო ვალი კიდევ უფრო გაზარდა!

ინაღვლა კი საქართველოს ხელისუფლებამ 60 ათასი ფერეიდნელი ქართველის ბედზე ირანში?! განა მათთვის არ ამზადებენ ასობით სპეციალისტსა და მასწავლებელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, განა შარშან მათ არ ეპატიჟებოდნენ ისტორიულ სამშობლოში, საქართველოში, დასაბრუნებლად პრეზიდენტი სააკაშვილი და კათოლიკოს-პატრიარქი ილია II?

მივმართავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II, რომელმაც აღორძინებული საქინფორმი აკურთხა: თქვენო უწმიდესობავ, შეეცადეთ, შეაჩეროთ ეს უგუნურნი, როგორც არაერთხელ გიცდიათ ეს!

მივმართავთ ოპოზიციას: დროებით მაინც შეწყვიტეთ ხელისუფლებისათვის ბრძოლა, იბრძოლეთ საქართველოს გადასარჩენად!

მივმართავთ ხელისუფლებას: STOP, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, უკან დაიხიეთ, ნუ დაღუპავთ საქართველოს, რადგან თუ საქართველო არ იარსებებს – არ ვიქნებით ჩვენც, მისი ხალხი და თქვენც, მისი ხელისუფლება...“

 

საქართველოს ხსნის საერთაშორის კავშირი „ნათლის მხედარი“ ვუერთდებით საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ საგანგებო განცხადებას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ  მის კოლექტივს. 

მოუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ქართულ ემიგრაციას, არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, საინფორმაციო საშუალებებს, ყველას, ვისთვისაც ჩვენი სამშობლოს ბედ-იღბალი სულერთი არ არის,

მხარი დაუჭირონ ზემოაღნიშნულ საქინფორმის საგანგებო განცხადებას;

– პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ განცხადებაში გაჟღერებულ ინფორმაციას;

– არ წამოეგონ ხელისუფლების მიერ ინსპირირებულ მრავალ პოლიტიკურ ინტრიგას, რომელნიც არსებული პრობლემიდან ყურადღების გადატანის მიზნით შეიქმნა;

– დაიცვან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები და არ მისცენ საქართველოს ხელისუფლებას საშუალება, საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებისა და ხელისუფლების ხანგრძლივად შენარჩუნების მიზნით კიდევ ერთხელ საფრთხე შეუქმნან ჩვენს ქვეყანასა და მის  მოსახლეობას!

განსაკუთრებით მივმართავათ საქართველოს ოპოზიციურ სპექტრს – მკაფიოდ განსაზღვრონ ქვეყნისთვის საბედისწერო პრიორიტეტები; გაითვალისწინონ, რომ  არჩევნებადმე დიდი დროა, რაც სრულებით საკმარისია ხელისუფლებისთვის ისეთი საბედისწერო, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელთა სავალალო შედეგების  გამოსწორებაც ჩვენი მომავალი თაობებისთვისაც კი შეუძლებელი იქნება!

საერთაშორისო აღმასრულებელი საბჭოს სახელით,

„ნათლის მხედრის“ გენერალური მდივანი ჯულიანა დიუმა

10 თებერვალი, 2012
ლონდონი