აქტუალური
ივანიშვილი „ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა

shexvedra-bidzina-centrpoinთბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა. „დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ სახელით მოქალაქეების პრობლემები ბიზნესმენს ასოციაციის ათამდე წარმომადგენელმა გააცნო. „6000 მოქალაქის სახელით მოვედით ჩვენი პრობლემების ბიძინა ივანიშვილისთვის გასაცნობად. ჩვენ მივმართეთ ყველა სახელისუფლებო ორგანოს, მაგრამ ადეკვატური პასუხი ვერსად მივიღეთ. ჩვენ გვაინტერესებდა ბიძინა ივანიშვილის, როგორც კარგი მენეჯერის, ბიზნესმენის, ამჟამად პოლიტიკოსისა და მომავალში ხელისუფალის ხედვა ჩვენი პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ. მისგან დამაკმაყოფილებელი და დამაიმედებელი პასუხი მივიღეთ“, – განაცხადეს ასოციაციის წარმომადგენლებმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილი დაზარალებულ 6000 მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, „დამოუკიდებელი სასამართლოს გზით, სამართალი აუცილებლად აღდგება“.