აქტუალური
თბილისი, 9 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტია დადებით მოვლენად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების უკანდახევას რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის შეტანის პრობლემის მოხსნასთან დაკავშირებით, რაც, პარტიის გენერალური მდივნის – ალექსანდრე შალამბერიძის, თქმით, გაცხადდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში: „თუ ქართული პროდუქცია შევიდა რუსულ ბაზარზე და ქართულმა ბიზნესმა იქ განაახლა საქმიანობა, ჩვენ, ერთადერთი, რისი თქმაც შეგვიძლია, მათ წარმატებას ვუსურვებთ“ (ნიკოლოზ ვაშაკიძე, მინისტრის მოადგილე, 06. 02. 12).