რელიგია
თბილისი, 8 თებერვალი, საქინფორმი. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით
დავით მეოთხე (1089-1125) 1073 წელს დაიბადა სატახტო ქალაქ ქუთაისში. იგი 16 წლის ასაკში ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ტახტზე ავიდა. დავითის დროს დაიწყო ქვეყნის აღმშენებლობა. მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა. მან თურქ-სელჩუკებისგან დარბეული ქვეყანა აღადგინა და ისინი დიდგორის ომში დაამარცხა.
დავითის სახელს უკავშირდება გელათის ტაძრის მშენებლობა. მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა – გელათის აკადემია.
მადლიერმა ქართველმა ერმა მეფეს აღმაშენებელი უწოდა.