საზოგადოება
თბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, დასავლეთ საქართველოში კი შედარებით უკეთესი ამინდია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -8,-3; დღისით -1,+4; მთაში ღამით -15,-10; დღისით -2;+3; მაღალ მთაში ღამით -20,-15; დღისით -6,-1 გრადუსი ყინვა იქნება.
8 თებერვალს თბილისში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. დღისით და ღამით ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.