საზოგადოება
თბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, დღეს, 2012 წლის 7 თებერვალს, 12:00 საათზე, მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე პირი მონაწილეობას მიიღებს პრესის პოპულარიზაციის აქციაში.