საზოგადოება
თბილისი, 6 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ ბიძინა ივანიშვილთან გამართული დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომლის ინფორმაციით, ახალ კოალიციას აქვს სურვილი, „ეროვნული ფორუმი“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, მას შეუერთდეს.
ამასთან, შარტავას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის პარტიისა და ახალი კოალიციის ფორმირება, სავარაუდოდ, თებერვალში მოხდება.
დღევანდელი შეხვედრით, რომელიც ივანიშვილის მთაწმინდაზე მდებარე რეზიდენციაში გაიმართა, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კმაყოფილია. შარტავას განცხადებით, კონსულტაციებმა მეგობრულ გარემოში ჩაიარა.
შეხვედრაზე, „ეროვნული ფორუმიდან“ შარტავასთან ერთად გუბაზ სანიკიძე და რევაზ შავიშვილი იმყოფებოდნენ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.