საზოგადოება
თბილისი, 6 თებერვალი, საქინფორმი. ირანი ნებისმიერ ქვეყანაზე მიიტანს იერიშს, რომელსაც „მტერი“ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენებს. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის დამცველთა კორპუსის ხელმძღვანელობაში განაცხადეს.
ბოლო დროს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დაძაბულობა პიკს აღწევს. ისრაელმა განაცხადა, რომ თეირანს ოთხი ატომური ბომბის დასამზადებლად საკმარისი გამდიდრებული ურანი აქვს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ისრაელმა ირანს გაზაფხულზე დაარტყას.