ზოგ სამარშრუტო ხაზზე მგზავრობა გაძვირდა

თბილისი, 6 თებერვალი,
საქინფორმი. სამარშრუტო ტაქსების ნაწილით მგზავრობა კვლავ გაძვირდა. მგზავრობის საფასური 60-დან 80 თეთრამდე გაზარდეს თბილისში მოძრავმა № 120, №170 და №176 სამარშრუტო ტაქსებმა.
აღსანიშნავია, რომ ამ მარშრუტებზე მგზავრობის ღირებულება ყოველთვის უფრო დაბალი იყო, ვიდრე სხვა მიმათულებით მოძრავ ტრანსპორტზე.