აქტუალური
ყველაზე ცივი ღამე თბილისში

pogoda3თბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. წუხელ თბილისში ყველაზე ცივი ღამე დაფიქსირდა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ მიაღწია მინუს 8 გრადუსს.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ  თოვლიანი ამინდია, თბილისში კი შესაძლებელია ღამით კიდევ უფრო აცივება – მინუს 10 გრადუსამდე.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ამ დღეებში უმეტეს რაიონებში ყინვა გაძლიერდება. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით  -8 გრადუსამდე დაეცემა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი  -9 -4 გრადუსი იქნება.