თბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვას გეგმავს.
ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. 1985 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად მეცნიერების მხარდაჭერით ეკოლოგიური ასოციაცია ჩამოაყალიბა, რომლის ბაზაზეც მოძრაობა „საქართველოს მწვანეები“ შეიქმნა, მის ხელმძღვანელად კი ზურაბ ჟვანია აირჩიეს. 1992 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იგი ევროპელ „მწვანეთა“ პირველი თანათავმჯდომარე გახდა. 1993 წელს „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, თუმცა აღნიშნული პოსტი 2001 წლის ოქტომბერში დატოვა. 2002 წლის ივლისში ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“ ჩამოაყალიბა. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იგი საქართველოს სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცეს, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს – პრემიერ-მინისტრად.
ყოფილი პრემიერი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.