აქტუალური
აზერბაიჯანის პარლამენტში ქვეყნისათვის სახელის შეცვლა მოითხოვეს
azerbaijan-parlთბილისი, 2 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკას ჩრდილოეთ აზერბაიჯანი უნდა ერქვას, რადგან აზერბაიჯანის ტერიტორიის ორი მესამედი ამჟამინდელი ირანის შემადგენლობაშია. დეპუტატები მსოფლიო გამოცდილებას იმოწმებენ და აღნიშნავენ, რომ არსებობს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსი. მათი აზრით, საჭიროა ქვეყნის ახალ სახელთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება.