თბილისი, 1 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული.
შეხვედრას ესწრებოდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ კერი, სენატორები რიჩარდ ლუგარი, ბენ კარდინი, ტომ უდალი და ჯეინ შაჰინი.
მეორე შეხვედრა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯეინ შაჰინთან გამართა, რომელმაც საუბრისას ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ წარმატებებსა და ანტიკორუფციული რეფორმების შედეგებზე. მისი თქმით, ეს ის მიღწევებია, რომლებიც მსოფლიო ბანკის ანგარიშში აისახა.
შეხვედრების დროს ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.