სამართალი
სამშენებლო კომპანია „ატუს“ განცხადება

atuთბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს აცნობებს, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი სამშენებლო კომპანია „ატუ“ მიმდინარე წლის 29 იანვარს თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავზობთ:

„სამშენებლო კომპანია „ატუ“ მწუხარებას გამოთქვამს კობა გოგრიჭიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს. უბედური შემთხვევა დიდ დიღომში ა.წ. 29 იანვარს მოხდა. 38 წლის კობა გოგრიჭიანი რაგბის სტადიონის მშენებლობის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. კობა გოგრიჭიანი კომპანია „ატუში“  2009 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობდა. უბედური შემთხვევის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება“.