აქტუალური
მშპ-ის რეალურმა ზრდამ 6,8% შეადგინა

vvpთბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს აცნობებს, წინასწარი მონაცემების თანახმად, რომელიც 30 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2011 წლის ბოლო კვარტალში 8.1% შეადგინა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გასული წლის განმავლობაში.

მთლიანი წლის მაჩვენებელი მშპ-ის ზრდის კუთხით 6.8% იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, დაზუსტებულ და სრულ მონაცემებს 20 მარტს გამოაქვეყნებს.

2011 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდამ 5.8% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედრებით. მეორე კვარტალში მაჩვენებელი 4.7%-მდე შემცირდა, ხოლო მესამე კვარტალში 7.5%-მდე გაიზარდა.