აქტუალური
თბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. საქსტატის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი 2011 წელს 37,7%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და მისმა საერთო ღირებულებამ 54,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2011 წელს ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 16,9 მილიონ ლიტრს მიაღწია. წინა წელს ეს მაჩვენებელი 12,1 მილიონ ლიტრს შეადგენდა.
შარშან ღვინის ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 2,5% შეადგინა. მთლიანი ექსპორტი 2011 წელს 2,19 მილიარდი აშშ დოლარი იყო.