საზოგადოება
თბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატან ცვილებებს პარტია დისკრიმინაციულად მიიჩნევს.
„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები დისკრიმინაციულია პოლიტიკურ პარტიათა იმ ნაწილის მიმართ, რომლებმაც უკანასკნელ არჩევნებზე ვერ მიიღეს სახელმწიფო დაფინანსებისთვის საკმარისი ხმათა რაოდენობა, თუმცა ამ დროისთვის სარგებლობენ საზოგადოების მაღალი მხარდაჭერით. სახელმწიფო ვალდებულია, თანაბარ პირობებში ჩააყენოს საარჩევნო სუბიექტები და გამორიცხოს ყოველგვარი დისბალანსი საარჩევნო კამპანიისას.
„თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის თანაბრად გამოიყოს.