აქტუალური
ლევან ვეფხვაძე: „ეკონომიკის ზრდა მოქალაქეების ცხოვრებაზე ნაკლებად აისახება“

vefxvadze_Lთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით,  ეკონომიკისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა საქართველოში რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე ნაკლებად აისახება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდა ჭარბი ფულის არსებობას იწვევს. თუმცა, მისივე თქმით, მთავრობა პრიორიტეტებს არასწორად ანაწილებს და თანხებს ისეთ პროექტებში დებს, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობაზე ნაკლებად აისახება.

ვეფხვაძისგან განსხვავებით, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ამტკიცებს, რომ 2011 წელს ეკონომიკაში ზრდა დაფიქსირდა და ქვეყნისთვის წინსვლის პერიოდი იყო. ვახტანგ ბალავაძის თქმით, მთავრობის ამოცანაა, დასაქმება გაიზარდოს, თუმცა ეს მარტივი არ არის.

მისი განცხადებით, ეკონომიკის ზრდა ნიშნავს, რომ მეტი ფული ტრიალებს და ბიზნესი ვითარდება.

შეგახსენებთ: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მხოლოდ საქართველოს გაუუმჯობესა. „RBRD“-ის გათვლით, წელს ქართული ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, და ეს მაშინ, როცა 2011 წლის ოქტომბრის პროგნოზით ზრდა მხოლოდ 4%-ით იყო განსაზღვრული.