საზოგადოება
ზუგდიდი, 26 იანვარი, საქინფორმი. რადიო „ათინათმა“ FM-სიხშირეზე მაუწყებლობა ნაწილობრივ შეწყვიტა. რადიოს მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ ზუგდიდის ცენტრში და ისიც დაბალი ხარისხით. ამის მიზეზად რადიოს მთავარი პროდიუსერი გურამ როგავა ანძის გაძარცვას ასახელებს.
როგორც რადიოს ხელმძღვანელობა ამბობს, მათთვის უცნობია, როდის განახლდება სრულფასოვანი მაუწყებლობა. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ ჯგუფთან კონსულტაციები. რადიოს მოსმენა კი დროებით შესაძლებელია ინტერნეტში, რადიოს ბლოგზე www.radio-atinati.blogspot.com, სადაც განთავსდება გადაცემების ჩანაწერებიც.
აღსანიშნავია, რომ რადიო „ათინათი“ ერთადერთი რეგიონული რადიომაუწყებელია, რომელიც სრულად ფარავს დასავლეთ საქართველოს, ასევე, აფხაზეთის ტერიტორიას. რადიოს მილიონზე მეტი პოტენციური მსმენელი ჰყავს.