„სამშობლოს“ საგანგებო ბრიფინგი რუსთაველის გამზირზე

თბილისი, 26 იანვარი,
საქინფორმი. დღეს,
26 იანვარს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ ახალი ეროვნული მოძრაობა „სამშობლო“ ჟურნალისტებისთვის საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგის თემაა თბილისში განხორციელებული მასობრივი მკვლელობები და ამჟამინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება. გამოქვეყნდება მიმართვა საქართველოს მოსახლეობისა და ჟურნალისტებისადმი, გაკეთდება მორიგი განცხადება პოლიტიკაში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოსვლისა და მრგვალი მაგიდა „სამშობლოს“ დაფუძნების შესახებ.