სამართალი
ყოფილმა პოლიციელმა ცოლი მოკლა

borkileb1თბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. თემქის დასახლებაში 33 წლის ზუგდიდელი მაია ჩილაჩავა მეუღლე ლაშა შურღაიამ თავისი დის ბინაში დანით მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. მაია ჩილაჩავა მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა. მას სამი ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის  108-ე მუხლით დაიწყო.

როგორც ბრალდებულის ახლობლები ამბობენ, ლაშა შურღაიას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ის ექიმთანაც ჰყავდათ. შურღაიების 2 მცირეწლოვანი შვილი მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილი ლაშა ჩილაჩავა  ყოფილი პოლიციელია, თუმცა რამდენიმე წლის წინათ ის აფხაზეთიდან კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გირაოთი გაათავისუფლეს და დროებით უმუშევარი იყო.