ზვიად ძიძიგური: „ნაციონალები მომავალ პარლამენტში უმცირესობით შევლენ“
თბილისი, 25 იანვარი,
საქინფორმი. როგორც „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „პრაიმ თაიმის“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილსა და მის კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ ძალებს ფულზე მეტად ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ. „ფინანსებზე გაცილებით მეტს ველი ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალებისგან. ჩვენ ველოდებით პოლიტიკურ ბერკეტებს, რომელთაც არჩევნების შედეგად ავიღებთ ხელში“, – განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და „ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო საქმიანობა ოპოზიციის რეჟიმში მოუწევს. „2012 წლის არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძალა გადაბარგდება ოპოზიციაში. ვაცხადებ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მხარდამჭერები, მიხეილ სააკაშვილს აქვს გარკვეული რეიტინგი და, აქედან გამომდინარე, მომავალ პარლამენტში ისინი იქნებიან წარმოდგენილი, თუმცა იქნებიან უმცირესობაში და ოპოზიციურ რეჟიმში“, – დასძინა არასაპარლამენტო ოპოზიციონერმა ლიდერმა.