სამართალი
თბილისი, 25 იანვარი, საქინფორმი. „Human Rights Watch“ საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ხელისუფლებამ დევნილების გამოსახლების დროს საერთაშორისო სტანდარტები არ გაითვალისწინა.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს 1990 და 2008 წლების კონფლიქტების შემდეგ 246 000 დევნილი ჰყავს.
„2010 წლის ბოლოს საქართველომ გაიარა კონსულტაციები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან, რასაც აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში წინსვლა მოჰყვა. თუმცა პროცესი ამ დროისთვის მაინც ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს“, – ნათქვამია ანგარიშში.