აქტუალური
თბილისი, 24 იანვარი, საქინფორმი. „სქაი ჯორჯიამ“ რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას სამგზავრო ფრენების აღდგენის თხოვნით ოფიციალური წერილით მიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „პირველი“ ავრცელებს.
25 იანვარს „სქაი ჯორჯიას“ კრედიტორთა კრება გაიმართება, სადაც მისი რეაბილიტაციის მმართველი შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“ ანგარიშს წარადგენს. ავიაკომპანიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე „სქაი ჯორჯიას“ მენეჯმენტმა სპეციალური განცხადება 2010 წელს გაავრცელა.
მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ კომპანიას 25 მილიონი ლარის კრედიტორული დავალიანება ჰქონდა. კრედიტორებს შორის „ლილო სითი“, „ბი-პი საქართველო“, „ჯორჯიან პეტროლეუმი“, „ბელავია“, „ვითიბი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ არიან.