საზოგადოება
თბილისი, 23 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ლაგოდეხში „არქიმედეს“ კლინიკაში ვიზიტისას განაცხადა, არ ესმის იმ ხალხის, ვინც ასე საუბრობს.
არ შეიძლება არ დაეთანხმოს მკითხველი პრეზიდენტს, რადგან საავადმყოფოებში მას პაციენტების ნაცვლად არათუ მსახიობებს, არამედ შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ადგილობრივ მცხოვრებს ახვედრებენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ბაღდათში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის სტუმრობისთვის მზადების პროცესში „კომპეტენტურმა პირებმა“ ახალი კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელი მამაკაცი შეიყვანეს კლინიკაში და სთხოვეს, დაწოლილიყო როგორც პაციენტი. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც კი არსებობს, რომელმაც კარგახანს იტრიალა სრულიად ინტერნეტსივრცეში და ამ შემთხვევას თავად პრეზიდენტიც აღუშფოთებია.
მართალია, ეს ყოველთვის არ ხდება და ზოგიერთ საავადმყოფოს ნამდვილი პაციენტები ჰყავს, თუმცა მითქმა-მოთქმა მაინც არ ცხრება და, სხვა რომ არაფერი, ერთი კონკრეტული ფაქტი მაინცაა სახეზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბაღდათის ახალი საავადმყოფოს პალატაში მწოლიარე პაციენტს პერანგი და პულოვერი აცვია.