პოლიტიკა
ჯონ ბასი დარწმუნებულია, რომ ობამა-სააკაშვილის შეხვედრა პროდუქტიული იქნება

jon_basi1თბილისი, 23 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 30 იანვარს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. ამ ფაქტს საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასიც გამოეხმაურა, რომლის თქმით, „საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბევრი საკითხი აქვთ განსახილველი“.

დიპლომატი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის და სააკაშვილი-ობამას შეხვედრით საქართველო და ამერიკა ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდებიან.  „ვფიქრობ, ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა პრეზიდენტებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის დიდ საშუალებას მისცემს. მითუმეტეს, რომ ისინი რამდენიმე თვეა, ერთმანეთს არ შეხვედრიან. მათ ბევრი საკითხი აქვთ განსახილველი. ჩვენ ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ ერთობლივ საკითხებზე როგორც საქართველოში, ისე ახლომდებარე რეგიონებშიც, მაგალითად, ავღანეთში. დარწმუნებული ვარ, მათი შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იქნება“, – განაცხადა ბასმა.