თბილისი, 20 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ტელერადიოკომპანიებისა და ბეჭდური მედიის ხელმძღვანელებსა და მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას სხვა თემებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომიც გაიხსენა და ამ საკითხთან შეხებისას მწერალ ბორის აკუნინზე ისაუბრა, რომელთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა.
რუსეთის პრემიერის ამ განცხადების შემდეგ მწერლებმა ბორის აკუნინმა და დიმიტრი ბიკოვმა მასთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვეს. „თუ ვლადიმერ პუტინს შეხვედრა და საქმეზე საუბარი სურს, თუ ის მზადაა, სერიოზული მკაცრი საუბრისთვის, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. სიამოვნებით ვეტყვი ყველაფერს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა რადიო „ეხო მოსკვის“ ეთერში აკუნინმა.
მისივე თქმით, „იქიდან გამომდინარე, რომ იგი ამომრჩეველთა ლიგის წევრია, შეხვედრის საკითხი მეგობრებთან უნდა განიხილოს“.
„სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მჯერა, რომ მსგავსი შეხვედრა გაიმართება. ეს საუბარზე მიწვევას არ ჰგავს. საუბარი, რა თქმა უნდა, საჯარო იქნება, რადგან ვფიქრობ, ყველას აინტერესებს, რას გვიპასუხებს ვლადიმერ პუტინი. თუ ის თავისუფალი და ღია საუბრისთვის მზად არის, წინააღმდეგობას ვერ ვხედავ“, – დასძინა აკუნინმა.